ძაან საინტერესოა რას შემოგვთავაზებს ფუჯი 2024 წელს! რათქმაუნდა როგორც ყოველთვის ჯერ ჯერობით რაც ინტერნეტშია ინფორმაცია ჭორების დონეზეა ყველაფერი…
ერთ ერთი ყველაზე დიდი ჭორი და მოლოდინი არის X100VI მე-6 თაბის ფუჯის კომპაკტური და 4 წლის მანძილზე ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი კამერა მსოფლიოში…
არის საუბარი რომ იქნება:
- ახალი სენსორი!
- სტაბილიზაცია!
- ახალი ობიექტივი/ლინზა!
- ახალი ფირის სიმულაცია!
- ახალი დიზაინი!
- ახალი დიდი ელემენტი!
- და კიდე ბევრი სხვა…!
* სტაბილიზაცია…!
ამბობენ რომ ახალ მოდელს ექნება IBIS “კორპუსში ჩამონტაჟებული სტაბილიზაცია” და არ ექნება OIS “გამოსახულების სტაბილიზაციის მექანიკური ტექნოლოგია, რომელიც აღჭურვილია სპეციალური მოტორის სტრუქტურით კამერის ლინზებში” ასე რომ, სტაბილიზაციის მთელ სამუშაოს მხოლოდ IBIS-ი აიღებსო.
ასეთი სტაბილიზაციის დამატება აპარატში გამოიწვევს ზომების შეცვლას და არ იქნება სტანდარტული X100 სერიის გაბარიტებში, თუმცა ასევე შესაძლებელია რომ ძალიან უმნიშვნელო მილიმეტრებში იყოს სხვაობაო (fujirumors-ის ინფორმაციით).
* ახალი ელემენტი!
ამბობენ რომ ელემენტს შეცვლიან და მთელი ფუჯის სისტემა გადავა ახალ უფრო დიდ ელემენტზე როგორც X-T4, X-T5, X-H2, X-H2s და X-S20.
როგორც რუმორი წერს… არაო არ შეიცვლება და იგივე ელემენტს დაუტოვებენ რომ აპარატის ზომა არ შეიცვალოს და X100-ის მომხმარებლებს დისკომფორტი არ შეუქმნან ზომების გაზრდით.
თუმცა მგონი რომ არ იქნება ეგაც ფუჯისთვის პრობლემა რადგან მაგალითის სახით შემიძლია მოვიყვანო X-T5 რომელსაც უფრო დიდი ელემენტი აქვს და ასევე Body სტაბილისზაცია, ზომები კი პირიქით დააპატარავეს აპარატი ვიდრე X-T4.
როგორ ფიქრობთ გამოიყენებს NP-W126S ბატარეას თუ უფრო დიდ NP-W235 ბატარეას?
X-Trans CMOS 5
X-Processor 5
საუბარი იყო ასევე სენსორი და პროცესორის შეცვლა როგორც X-T5ზე არის მე-5 თაობის “X-Trans CMOS 5” 40 მეგაპიქსელით და “X-Processor 5” პროცესორი რომელსიც ასევე ფუჯის GFX მედიუმ ფოტო კამერებშია.
* ახალი ობიექტივი/ლინზა!
ძაან საინტერესოა ასევე ობიექტივს ცვლილებას თუ მოახდენენ…
როგორც იცით X100V წვიმისგან სრული დაცვა არ ქონდა, რადგან ზუსტად რომ ლინზის მხრიდან შესაძლებელი იყო წყლის შესვლა და ამის გამო უნდა გეყიდათ გადამყვანი რგოლი ფილტრთან ერთად.
იმედია შეცვლიან და აწი სრული 100% დაცვა ექნება WR.