
ჩატარდება პრაღაში 20 მარტს, ჩვენი დროით 14: 00_ზე.
ძაან საინტერესო იქნება რას შემოგვთავაზებენ ამჯერად!
წინა პრეზენტაციაზე იდუმალებით მოცული იყო დასასრული და შეგვპირდნენ კიდევ ორ მოდელს, სადაც თეთრი ნაჭრით გადაფარებული არის GFX მედიუმის ახალი გაგრძელება და შავი ნაჭრით X სერიის.
ანუ მინიმუმ ორ ახალ სიახლეს შეგვპირდნენ!!!

ყველა სოციალურ ქსელში უკვე დაიდო ვიდეო სადაც ძაან საინტერესოდ აქვთ კაკეთებული ხელის მოძრაობა… ცოტა ჩემთვის გაურკვეველიც არის სიმართლე რომ გითხრათ, ეს იქნება ორი აპარატი თუ ერთი ორი APS-C და MEDIUM სამყაროს გაერთიანებით….
თუ მართლა გამოვა ახალი X100 სერიის გაგრძელება ოღონდ უკვე უფრო დიდი, მედიუმის სენსორით და პატარა X კორპუსით… რასაც უკვე ყველა დიდიხანია ველოდებოდით, ეს იქნება კიდე ერთი ფუჯის რევოლუცია ფოტო სამყაროში.
მე პირადად სულმოუთქმენლად ველოდები ამ კომბინაციას.
100 მეგაპიქსელი, ფიზიკური — შიდა სტაბილიზაცია, დიდი W235 ელემენტი და ზომა, ვიზუალი იგივე რაც X100VI…!!! (ჩემი და არა მარტო ჩემი ოცნებააა)
ნუ რათქმაუნდა ეს სიამოვნება ცოტა უფრო ძვირი იქნება ვიდრე ნებისმიერი X სერიის კამერა, თუმცა ასევე ყველაზე იაფი იქნება რაც კი ამ კლასის კამერაა…!
🙌 ახალი კამერა თუ ახალი კამერები? 20_ში გავიგებთ ყველაფერს 🤜📸🤛
Blog

ფუჯის X ღონისძიება 2024, ჩატარდება ტოკიოში ჩვენი დროით 10:30 საათზე.
