პრობლემა Fujifilm XApp & iPhone IOS 18!!!. @Gio.Fujifilm official Fujifilm Ambassador & X-Photographer in Georgia

  თუ თქვენ გაქვთ ფუჯის კამერა და აიფონი არ იჩქაროთ სისტემური განახლების გაკეთება ტელეფონზე!!!

  ფუჯიმ ოფიციალურად დაადასტურა 11 ოქტომბერს, რომ აპლიკაციას აქვს პრობლემა iPhone (iOS18) / iPad (iPadOS18)-ზე, იყინება და გაჭედვას იწყებს ან შესაძლებელია საერთოდ არც დაუკავშირდეს აპარატს.


  ფუჯი ამჟამად ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას და უახლოეს პერიოდში გამოასწორებენ ამ ხარვეზს.


  თუ გსურთ სურათების გადატანა თქვენი კამერიდან, უნდა დაუკავშიროთ მეხსიერების ბარათის წამკითხველი თქვენს სმარტფონს (ეს უფრო შესაძლებელია მხოლოდ iPhone 15, iPhone 16-ზე) და გადაიტანოთ სურათები SD ბარათიდან, ან კომპიუტერიდან გადაიგზავნოთ თქვენს ტელეფონში.


Blog

EN
GEO