დღეს დაანონსა ფუჯიმ ახალი 2 აპარატ და 2 ახალი ობიექტივი…
დიზაინი
მოხდა ვიზუალური ცვლილებები: კამერის კორპუსი არის უფრო მომგვალებული და ზომაში ძაან უმნიშვნელოდ არის გაზრდილი. თუმცა ხელის მოსაკიდებელი არის შედარებით დიდი და ხელში დაჭერის დროს აღარ იგრძნობა ის სხვაობა ზომაში. ესევე უკან ეკრანის მხარეს, დიდი თითის დასადები რეზინის ღილაკი გაიზარდა ზომაში და უფრო კომფორტული გახდა აპარატის ხელში ჭერა.
(მე პირადად ჯერ არ გამიტესტია აპარატი და რასაც ვწერ ეს არის თარგმნა ღონისძიების)
პირველად ფუჯის კამერაზე გარე ფირის სიმულაციის, ფიზიკური ღილაკი დაემატა. ეს საშვალებას გაძლევთ უფრო სწრაფად და კომფორტულად ცვალოთ თქვენთვის სასურველი ფერები.
პლიუს ახალი ფირის სიმულაციაც აქვს დამატებული “REALA ACE”.
(მე პირადად ჯერ ვერ ვხედავ ამის აზრს, რადგან ისედაც პროგრამირებადი ღილაკის მიჭერით ძაან ადვილად და სწრაფად ვცვლი ფირის სიმულაციას. ვნახოთ როგორი იქნება პრაკტიკაში როცა მექნება გასატესტად)
X-Trans Cmos 5HR & X-Processor 5
კამერას აქვს ბოლო, მე-5 თაობის სენსორი, 40.2 მეგაპიქსელით და მე-5 თაობის პროცესორი, რომელიც იძლევა უკვე X-T5-ის ხარისხს / შესაძლებლობებს.
ახალი აუტო ფოკუსის სისტემა რომელიც არის AI ტექნოლოგიაზე (ხელოვნური ინტელექტი) და აძლევს აპარატს საშუალებას უფრო სწრაფად და მარტივად ამოიცნოს ობიექტი გადაღებისას, ეს იქნება ადამიანი, ტრანსპორტი, ცხოველი თუ ფრინველი.
დაემატა აპარატს IBIS — კორპუსში ოპტიკური სტაბილიზაცია, 7 საფეხურით. ეს მართლაც ძაან მაგარი ცვლილებაა დაბალი ფარდის სისწრაფეზე გადაღებისთვის.
X-T50 ფითქმის იგივე ზომის და წონის არის როგორიც X-T30 II. სხვაობა არის სულ რაღაც +60 გრამი წონაში და რამოდენიმე მილიმეტრით მეტი წინა მოდელთან შედარებით. (მართლაც დიდი სხვაობა არაა).
ძალიან საინტერისო ზუმ ობიექტივია და დარწმუნებული ვარ ბევრს ძაან გაუხარდებოდა ამ სიახლის დაანონსება. ჩემი აზრით ეს იქნება შემცვლელი ძველი XF 18-55mm -ის.
პატარა სულ რაღაც 71.4 მმ სიგრძეში და მსუბუქი 240 გრამი არის ლინზა.
სწრაფი, მკვეთრი დეტალებში, ასევე დაცულია წვიმისგან და მტვრისგან “WR”
მინიმალური საფოკუსო მანძილი, სულ რაღაც 24 სმ-ში შეუძლია ფოკუსირების გაკეთება, რაც თითქმის მაკრო ლინზების შესაძლებლობას იძლევა.
დაანონსდა ასევე ახალი მედიუმ ფორმატის კამერა და ლინზა
GFX 100s II
ახალი 102 მეგაპიქსელიანი მედიუმ ფორმატის კამერა დაემატა ფუჯის ოჯახს.
GF 500mm f5.6 R LM OIS WR
პირველი ტელეფოტო ლინზა GFX სისტემაში.