
ფოტოგრაფიის ინდივიდუალური გაკვეთილები და მასტერკლასები
გსურთ დაეუფლოთ თქვენს კამერას 100%-ით და ისწავლოთ პროფესიონალური კადრის შექმნა? ჩემი კურსი მორგებულია სწორ ტექნიკურ ცოდნაზე და გაძლევთ საშუალებას, უმოკლეს პერიოდში სრულყოფილად დაეუფლოთ თქვენს აპარატს.
რას შევისწავლით?
ჩვენ გავივლით ყველა იმ ეტაპს, რაც აუცილებელია ხარისხიანი ფოტოს მისაღებად:
- ფოტოაპარატის ტექნიკური მხარე: თქვენი კამერის ანატომია და მენიუს დეტალური მიმოხილვა.
- “ოქროს სამკუთხედი”: შუქმგრძნობელობა (ISO), ფარდის სისწრაფე (SS) და დიაფრაგმა (F).
- ექსპოზიცია: პარამეტრების სწორად განსაზღვრა ნებისმიერ პირობებში.
- კომპოზიცია: კადრის აგებულება და ვიზუალური ელემენტები.
- განათების როლი: შუქის მართვა და მისი მნიშვნელობა ფოტოგრაფიაში.
- ოპტიკა: ობიექტივების ტიპები და მათი სწორად შერჩევა.
- ღამის ფოტოგრაფია: მუშაობა დაბალი განათების პირობებში.
პირობები და ღირებულება:
- ხანგრძლივობა: 1 გაკვეთილი — 1 საათი (შესაძლებელია ერთ შეხვედრაზე 2 გაკვეთილის ჩატარება).
- ფასი: 60 ლარი (ერთი ადამიანი).
დაჯავშნის წესი და რეკვიზიტები:
გაკვეთილის დასაჯავშნად საჭიროა თანხის წინასწარ გადმორიცხვა:
- TBC Bank: GE95TB7113445061600037
- BOG Bank: GE19BG0000000605599986
- მნიშვნელოვანი: დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: “სერვისი, თქვენი სახელი და მობილურის ნომერი”.
შენიშვნა: დროის გადატანისთვის უნდა დამიკავშირდეთ მინიმუმ 24 საათით ადრე. დაჯავშნილ დროს მოსვლის ვერხერხების ან გაცდენის შემთხვევაში, თანხა უკან არ ბრუნდება.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
დამატებითი დეტალები ინდივიდუალური გაკვეთილების შესახებ…
როგორია გაკვეთილების ფორმატი და ხანგრძლივობა?
შესაძლებელია როგორც პირისპირ შეხვედრა, ისე ონლაინ სწავლება. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ჩავატაროთ კომბინირებული, 2-საათიანი სესია.
რამდენი გაკვეთილი დამჭირდება კურსის სრულად გასავლელად?
სასწავლო პროცესი ორ ძირითად ეტაპს მოიცავს:
- ტექნიკური ბაზისი: პირველ რიგში, აუცილებელია აპარატის ტექნიკური მართვის სრულყოფილად ათვისება. ამ ნაწილს, როგორც წესი, 5-6 გაკვეთილი ეთმობა.
- პრაქტიკული ფოტოგრაფია: ტექნიკური მხარის დაძლევის შემდეგ, გადავდივართ უშუალოდ ფოტოგრაფიის ხელოვნებასა და კომპოზიციაზე, რაც დამატებით 4-6 გაკვეთილს მოითხოვს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაკვეთილების ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია მასალის ინდივიდუალური ათვისების ტემპზე.
რა უნდა ვიქონიო თან გაკვეთილზე?
პროდუქტიული სწავლებისთვის აუცილებელია:
- თქვენი ფოტოაპარატი (სრულად დამუხტული ელემენტით).
- ბლოკნოტი და კალამი მნიშვნელოვანი დეტალების ჩასანიშნად.
როგორია გაკვეთილების განრიგი?
გრაფიკი მაქსიმალურად მოქნილია:
- სამუშაო დღეებში: 19:00 საათიდან არაუგვიანეს 21:00 საათისა.
- შაბათ-კვირას: დღის განმავლობაში.
გთხოვთ, დრო წინასწარ (რამდენიმე დღით ადრე) შეათანხმოთ.
რას შევისწავლით ტექნიკურ კურსზე?
სასწავლო პროგრამა შედგენილია ლოგიკური თანმიმდევრობით, რათა ეტაპობრივად და სრულყოფილად დაეუფლოთ თქვენს კამერას.
- RESET & Setup — პარამეტრების საწყის მდგომარეობაში დაბრუნება და კამერის სწორი კონფიგურაცია.
- Fujifilm App Connection — კამერის სინქრონიზაცია სმარტფონთან ფოტოების სწრაფი გადაგზავნისა და დისტანციური მართვისთვის.
- Focus System — ფოკუსირების სისტემის მუშაობის პრინციპები და სწორი ფოკუსის დაჭერის ტექნიკა.
- Exposition — ექსპოზიციის საფუძვლები: შუქის მართვა სრულყოფილი კადრისთვის.
- Camera Controls — კამერაზე არსებული ღილაკების ფუნქციები და მათი ეფექტური გამოყენება.
- Drive Modes — გადაღების რეჟიმები და მათი შერჩევა სიტუაციის მიხედვით.
- Flash Settings — შიდა განათების (Flash) მართვა და რეგულირება.
- Film Simulation — Fujifilm-ის ლეგენდარული ფირის სიმულაციების მიმოხილვა და თითოეული მათგანის ესთეტიკა.
- I.Q. (Image Quality) Menu — გამოსახულების ხარისხის მენიუს დეტალური გარჩევა და ფერებთან მუშაობა.
- Edit/Save Custom Settings — საკუთარი “პრესეტების” შექმნა და გადაღების პარამეტრების შენახვა.
- “Q” Quick Menu — სწრაფი მენიუს პერსონალიზაცია მუშაობის პროცესის დასაჩქარებლად.
შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია კონკრეტულად თქვენთვის საინტერესო საკითხზე (მაგ. ფერები) გავაკეთოთ აქცენტი, რეკომენდებულია მიჰყვეთ მოცემულ თანმიმდევრობას. საფუძვლიანი ცოდნის გარეშე, ცალკეული დეტალების შესწავლა ხშირად დამატებით კითხვებსა და ბუნდოვანებას აჩენს.
როგორია გადახდის პირობები?
პირველი გაკვეთილის დასაჯავშნად და დროის დასადასტურებლად აუცილებელია თანხის წინასწარ გადახდა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდი:
- კურსის სრული ღირებულების ერთიანად დაფარვა;
- თითოეული გაკვეთილის საფასურის ეტაპობრივი გადახდა (დაგეგმილ დღემდე).
გთხოვთ, თანხის გადმორიცხვამდე აუცილებლად დამიკავშირდეთ დეტალების შესათანხმებლად.
